თურქეთში, ჩაძირული გემის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის ცხედარი იპოვეს

თურქეთში, ჩაძირული გემის ერთ-ერთი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცხედარი, 23 ნოემბერს, შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ პროვინცია ზონგულდაკის მახლობლად იპოვეს.

ხელისუფლების განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მასში ჩართულია 2 ვერტმფრენი, 40-ზე მეტი მყვინთავი, დრონები და 177 მაშველი. სპეციალისტები გემის ეკიპაჟის კიდევ 10 წევრს ეძებენ.

მსგავსი თემები