ჰამასმა მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე, დამატებით მოთხოვნები წამოაყენა

ჰამასმა საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და 50 მძევლის გათავისუფლების შეთანხმებაზე, დამატებითი პირობები წამოაყენა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემა იუწყება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დადებული შეთანხმება შეფერხებულია, თუმცა რას ითხოვს ჰამასი, ჯერჯერობით უცნობია.

შეთანხმება თავდაპირველად ოთხდღიან ცეცხლის შეწყვეტასა და ჰამასის მიერ აყვანილი 50 მძევლის გაცვლას ითვალისწინებდა ისრაელის პატიმრობაში მყოფ 150 პალესტინელში.

გუშინ მიღწეული შეთანხმება ძალაში დღეს უნდა შესულიყო, თუმცა ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ შეთანხმების ამოქმედება პარასკევამდე გადაიდო.

მსგავსი თემები