პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე დიდი რაოდენობით კბილის პასტების ქურდობისთვის დააკავეს

პოლონეთში, შვიეტოჩლოვიცეს ერთ-ერთ მაღაზიაში საქართველოს მოქალაქე დიდი რაოდენობით კბილის პასტების ქურდობისთვის დააკავეს.

მაღაზიის დაცვამ საქართველოს 30 წლის მოქალაქე კბილის პასტებით სავსე ზურგჩანთით შეამჩნია.

პოლონური მედიის ინფორმაციით, მაღაზიაში შემთხვევით აღმოჩნდა პოლიციელი, რომელიც  ქურდს გაეკიდა და რამდენიმე ათეული მეტრის დევნის შემდეგ დაიჭირა.

მსგავსი თემები