კანადა უკრაინას 1,3 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

კანადა უკრაინას 1,3 მილიარდი კანადური დოლარის (869 მილიონი ევროს) ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.

კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, უკრაინას დახმარება 2023 – 2026 წლის შუალედში გადაუნაწილდება.

2023 – 2024 წლის განმავლობაში უკრაინა 816 მილიონ კანადურ დოლარს მიიღებს, 2024 წლიდან 2025 წლამდე კი 318 მილიონ კანადურ დოლარს. 197 მილიონ დოლარს კი უკრაინა 2025 – 2026 წლის შუალედში მიიღებს.

 

მსგავსი თემები