აშშ-მა ერაყში ირანის მხარდაჭერილი მებრძოლთა ჯგუფების წინააღმდეგ დარტყმების სერია განახორციელა

აშშ-მა ერაყში ირანის მხარდაჭერილი მებრძოლთა ჯგუფების წინააღმდეგ დარტყმების სერია განახორციელა.

პენტაგონის ინფორმაციით, სამშაბათს საღამოს განხორციელებული იერიშის სამიზნე ერაყში მდებარე ორი ობიექტი იყო.

დარტყმები ირანისა და ირანის მხარდაჭერილი ჯგუფების მხრიდან აშშ-ისა და კოალიციური ძალების წინააღმდეგ დარტყმები საპასუხოდ განხორციელდა.

როგორც აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ,  დარტყმის შედეგად ბაღდადიდან სამხრეთით განადგურდა „ათაიბ ჰეზბოლას“ საოპერაციო ცენტრი, ასევე დაჯგუფების მართვისა და კონტროლის კვანძი.

 

მსგავსი თემები