,,რუსეთს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს” – პუტინი

,,რუსეთს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, G20-ის ქვეყნებს მიმართა.

G20-ის ქვეყნების ლიდერებისთვის ეს მიმართვა იყო პირველი, რომელიც კრემლის ლიდერმა 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააკეთა. მან თქვა, რომ მოისმინა G20-ის ლიდერების განცხადებები, რომ ისინი შოკირებულნი იყვნენ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის გამო.

,,დიახ, რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა… და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევაჩეროთ ეს ტრაგედია… სხვათაშორის, რუსეთს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს…

მესმის, რომ ეს ომი და ადამიანების სიკვდილი ვერ იქნება სხვა ვერაფერი, თუ არა ომი… და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება პალესტინაში, ღაზას სექტორში დღეს, ეს არ არის შოკისმომგვრელი?”, – თქვა პუტინმა.

მსგავსი თემები