ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ კოსმოსში სამხედრო ჯაშუში-თანამგზავრი წარმატებით გაუშვა

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, კოსმოსში სამხედრო ჯაშუში-თანამგზავრი წარმატებით გაუშვა მას შემდეგ, რაც წინა ორი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ინფორმაციული სააგენტოს ინფორმაციით, თანამგზავრი სახელწოდებით Malligyong-1 ორბიტაზე “ზუსტად” გავიდა და  კიმ ჩენ ინი გაშვებას თვალს ადევნებდა.

სამხრეთ კორეის განცხადებით, ჯერ დადასტურებული არაა მუშაობს თუ არა თანამგზავრი. მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან დახმარება მიიღო.

თანამგზავრის გაშვება დაგმო გაერომ, რომელიც ბირთვული რაკეტის შემუშავების გამო ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციებს ინარჩუნებს.

,,ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის გამოყენებით ნებისმიერი გაშვება ეწინააღმდეგება უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციას”, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა..

მსგავსი თემები