გერმანია უკრაინას 1.3 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარებას გადასცემს

გერმანია უკრაინას 1.3 ევროს ღიერებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს.  ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 21 ნოემბერს, კიევში უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრისას განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, პაკეტი ოთხ Iris T-SLM საზენიტო სისტემას, საარტილერიო საბრძოლო მასალასა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს მოიცავს.

კიევში ვიზიტისას, პისტორიუსმა კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინასა და ბერლინს შორის „სოლიდარობისა და მჭიდრო ურთიერთობის“ შესახებ.

მსგავსი თემები