პუტინმა საქართველოს ორი მოქალაქე პუშკინის მედლით დააჯილდოვა

ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ორი მოქალაქე პუშკინის მედლით დააჯილდოვა.

არსებული ინფორმაციით, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო ა.ს.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული მუზეუმის ხელმძღვანელს ინესა ბეზირგანოვას და ჟურნალ “რუსული კლუბის” მთავარი რედაქტორის მოადგილეს, ვლადიმერ გოლოვინს გადაეცა.

პუტინის ბრძანება რუსეთის ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.

მსგავსი თემები