ისრაელის განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 400-ზე მეტი მიწისქვეშა გვირაბი იპოვეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით,  7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 400-ზე მეტი გვირაბი აღმოაჩინეს და გაანადგურეს.

უწყების ცნობით, გვირაბების დიდი ნაწილი  სამოქალაქო დაწესებულებების მიწისქვეშა, მათ შორის საავადმყოფოებში, სკოლებსა და სახლებშია მოწყობილი.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ბაზა მდებარეობს ღაზის სექტორის უდიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, ალ-შიფას საავადყოფოში.

მსგავსი თემები