„ისინი არ ჩაებმებიან ფსევდოლიბერალთა მართულ, ანტიეროვნულ  და იაფფასიან მანიპულაციებში“ – ნინო ბიწაძე

“მინდა გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ,დავინახავთ,რომ ჩვენი წინაპრები მუდმივად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვება- შენარჩუნებისთვის. დღემდე საქართველოს მყოფადობა, კულტურა, დამწერლობა და ღირსება თაობათა ხელჩაჭიდულმა მოძრაობამ მოიტანა.  ასე არის დღეს და იქნება ხვალ, რაც არ უნდა ხელი შეგვიშალოს და ექსესებში ჩაგვითრიოს ქვეყნის საშინაო და საგარეო მტრებმა” – აცხადებს მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულო – ”ქართული ოცნების ” ფრაქციის თავმჯდომარე ნინო ბიწაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ყველას  საერთო საზრუნავი ოკუპირებული ტეროტორიების დაბრუნება უნდა იყოს.

„საქართველო ტოლერანტული სახელმწიფოა, რაზეც მეტყველებს მულტინაციონალური საზოგადოების ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრება. მტრებსაც სათანადოთ ვხვდებით! ქვეყნის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია, რომლის დაბრუნება თითოეული ჩვენგანის მორალური პასუხისმგებლობაა! არავის მივცემთ უფლებას რყევაში ამყოფოს ჩვენი ეროვნულობა და იდენტობა!  ყველა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოკავშირის აზრი იქნება გაზიარებული,რაც არ ვნებს და აზიანებს საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს!“ – ამბობს ბიწაძე.

საკრებულოს წევრი ახალგაზრდებსაც მიმართავს.

„მჯერა ახალგაზრდების წინდახედულობის. ისინი არ ჩაებმებიან ფსევდოლიბერალთა მართულ, ანტიეროვნულ  და იაფფასიან მანიპულაციებში! არავის მისცემენ უფლებას თავიანთი ჯანსაღი მიდგომა და კრიტიკა ვიწრო პოლიტიკური პარტიების  ტრიბუნის მსხვერპლად აქციონ!  დღეს, როდესაც უკრაინა ომის ქარცეცხლშია გახვეული, მეტი კეთილგონიერება გვმართებს, ვიდრე გულზე მჯიღის ცემაა! საქართველო იქნება ევროპული ოჯახის სრატეგიული  წევრი, ეს კი მოხდება, ღირსებით და მშვიდობით! ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, წინსვლა და წარმატება ჩვენი მთავარი დევიზია! საქართველო უპირველეს ყოვლისა“ – აღნიშნავს ნინო ბიწაძე.

მსგავსი თემები