კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებისთვის მრგვალი მაგიდა გაიმართა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა  კონკურენციის პოლიტიკის დაცვის და მისი აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს.

შეხვედრა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ და TWINNING-ის  პროექტის მუდმივმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ გახსნა.

ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს ანტიკონკურენტული შეთანხმებების საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დაუმანტას გრიკინისმა მოხსენება გააკეთე თემაზე  – თუ რატომ არის კონკურენციის კანონმდებლობა აქტუალური ბიზნეს ასოციაციების წევრებისთვის და როგორ უნდა ავიცილოთ აღნიშნულ სექტორში დარღვევები. ხოლო, ავსტრიის კარტელების ფედერალური პროკურორის მოადგილემ, ვერენა შტრასერმა, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, მონაწილეებთან ერთად,  პასუხისმგებლობის იმ ძირითად საკითხებზე იმსჯელა, რომელიც კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისას დგინდება.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომელსაც  ბიზნეს ასოციაციების  და კოლეგა მარეგულირებელი უწყების წარმომადგენლები, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები, დარგის  საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები