„შეწყვიტონ ბრძოლა, გაათავისუფლონ მძევლები“ – რა სთავაზობს სი ძინპინი პალესტინა-ისრაელს?!  

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებთ მსოფლიო ეკონომიკის ჯგუფის ლიდერების შეხვედრაზე (BRICS) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ორივე ქვეყნის ხელმძღვაეობას მიმართა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. როგორც სი ძინპინმა საგანგებო ონლაინ სამიტზე აღნიშნა,  მძევლები უნდა გათავისუფლდნენ და ცეცხლი უნდა შეწყდეს.

„ჩინეთის მხარე შეშფოთებულია, რომ კონფლიქტი არა მხოლოდ იწვევს უზარმაზარ სამოქალაქო მსხვერპლს და ჰუმანიტარულ კატასტროფას, არამედ ქვეყნის საზღვრებს მიღმაც გაფართოვდება. ჩინეთი თვლის, რომ მთავარ პრიორიტეტებად რჩება შემდეგი: პირველი, კონფლიქტის მხარეებმა უნდა შეწყვიტონ ბრძოლა და დაუყოვნებლივ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას, უარი თქვან ძალადობის ყველა აქტზე და თავდასხმაზე მშვიდობიან მოსახლეობაზე, გაათავისუფლონ მძევლად აყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეები და მიიღონ ზომები შემდგომი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად;

მეორე, ჰუმანიტარული დერეფნები უნდა დარჩეს უსაფრთხო და შეუფერხებლად, ხოლო ღაზას სექტორის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი ჰუმანიტარული დახმარება. ღაზას სექტორის მაცხოვრებლების კოლექტიური დასჯა იძულებითი გადაადგილებით ან წყლის, ელექტროენერგიის და საწვავის ჩამორთმევით უნდა შეწყდეს.

მესამე, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს პრაქტიკული ზომები, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის გავრცელება და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის საფრთხე“ – აღნიშნა პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა გაეროს რეზოლუციაზეს ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის პუნქტები უნდა შესრულდეს.

„ჩინეთი მხარს უჭერს 27 ოქტომბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე მიღებულ რეზოლუციას პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის შესახებ. გაეროს უშიშროების საბჭომ, ჩინეთის თავმჯდომარეობით, მიიღო რეზოლუცია 2712. ყველა მხარემ უნდა გადადგას პრაქტიკული ნაბიჯები ამ რეზოლუციებში მოცემული დებულებების შესასრულებლად.

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ პალესტინელი ხალხის უფლება სახელმწიფოებრიობის, არსებობის და დაბრუნების უფლებას დიდი ხნის განმავლობაში იგნორირებული იყო. მე არაერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ერთადერთი მდგრადი გზა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მანკიერი ციკლის გასაწყვეტად არის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა, პალესტინის ლეგიტიმური ეროვნული უფლებების აღდგენა და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა“ – აცხადებს სი ძინპინი.

პრეზიდენტი მზად არის, ღაზას მოსახლეობას დამატებითი მარაგი გაუგზავნოს.

„ჩინეთი დამატებით მარაგებს და დახმარებას გაუწევს ღაზას მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისად. როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს ამ თვეში, ჩინეთმა ხელი შეუწყო რეზოლუციის მიღებას, რომელიც მოუწოდებს ჰუმანიტარული პაუზებისა და დერეფნების გაფართოებას, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას“ – აღნიშნა სი ძინპინმა.

 

მსგავსი თემები