მძევლების გამოყვანის პროცესი ხვალ დაიწყება – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ღაზის სექტორიდან მძევლების გამოყვანის პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ დაიწყება. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, ,,ჰამასსა” და ისერალს შორის შეთანხმების საფუძველზე 50 მძევალი უნდა გათავისუფლდეს ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის დროს.

მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელი დათანხმდა ციხეებში მყოფი 150 პალესტინელი ქალისა და 19 წლამდე პირების გათავისუფლებას.

მსგავსი თემები