„ნაცმოძრაობაში“ ზეიმი შეჩერებული უნდა იყოს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის, შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ – ხვიჩია

რა ეზეიმებათ? ისინი შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ, ლიდერის თავისუფლების აღკვეთას უნდა გლოვობდნენ და არა ის, რომ „ვარდების რევოლუციის“ ოცი წლისთავზე ტაშ-ფანდურს აწყობდნენ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საზეიმო არაფერი აქვს.

„ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობაში“ ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის. რა ეზეიმებათ? ისინი შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ, ლიდერის თავისუფლების აღკვეთას უნდა გლოვობდნენ და არა ის, რომ „ვარდების რევოლუციის“ ოცი წლისთავზე ტაშ-ფანდურს აწყობდნენ, თითქოს, რაიმე საზეიმო ჰქონდეთ. მათ ადგილზე ასე მოვიქცეოდი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები