თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეს იძიებენ შესაბამისი უწყებები, რომლებიც ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, რათა სამართალი აღსრულდეს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის,  ირაკლი კობახიძის განცხადებით, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეს იძიებენ შესაბამისი უწყებები, რომლებიც სამართლის აღსასრულებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს თამაზ გინტურის მკველობის საქმეზე ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

„შესაბამისი უწყებები არიან დაკავებული ამ საქმის გამოძიებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულზე დადგეს სასჯელი, ეს არის საქმე შესაბამისი უწყებების, რომლებიც ყველა შესაბამის ბერკეტს გამოიყენებენ, რათა სამართალი აღსრულდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები