მძევლების გამოყვანის პროცესი ხვალ დაიწყება – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ღაზის სექტორიდან მძევლების გამოყვანის პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ დაიწყება.  ელი კოენის განცხადებით, მძევლების პირველი ჯგუფი ხვალ გათავისუფლდება. მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი მძევალი გათავისუფლდება.

“ჰამასსა” და ისერალს შორის შეთანხმების საფუძველზე 50 მძევალი უნდა გათავისუფლდეს ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის დროს.

მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელი დათანხმდა ციხეებში მყოფი 150 პალესტინელი ქალისა და 19 წლამდე პირების გათავისუფლებას.

მსგავსი თემები