მკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტში – სოფელ სამწევრისში 60-წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. ადგილობრივების განცხადებით, ბრალდებულს კაცი დათვი ეგონა და თავდაცვის მიზნით მოკლა.
,,დათვი ეგონა და თავდაცვის მიზნით ესროლა”, – ამბობენ სოფელში.
როგორც “მოზაიკას” ადგილობრივები უყვებიან, შემთხვევა მტკვირს სანაპიროზე მოხდა. გარდაცვლილი და მისი თანასოფლელები მდინარეზე სათევზაოდ იყვნენ წასულები.
,,მამა-შვილი იყვნენ სათევზაოდ წასულები. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გარდაცვლილიც მდინარის ნაპირას იყო. ღამე იყო და როცა დაინახეს, მამას უცებ დათვი ეგონა და თოფი ესროლა”.- ამბობენ ადგილობრივები.
ადგილობრივების ცნობითვე, ტყვია გარდაცვილს თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.
,,ვინც ესროლა, ის თვითონ მივიდა პოლიციაში” – ამბობენ ადგილობრივები.