„ჰამასის“ წარმომადგენელის, მუსა აბუ მარზუკის განცხადებით, „ჰამასს“ და ისრაელს შორის დროებითი ზავი 23 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან შევა ძალაში.
მისი თქმით, მძევლების უმეტესობას, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ, აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ფლობენ თუ არა ისინი ისრაელის პასპორტებს.
მხარეთა შეთანხმებით, პირველ ეტაპზე, ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, „ჰამასმა“ 50 მძევალი უნდა გაათავისუფლოს.