პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა.

სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის  100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა. “ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო.

პარლამენტში იმყოფებოდა თავად სალომე ზურაბიშვილიც.

მსგავსი თემები