რას წერს სამირა ბაირამოვა მერვე კლასელ გოგოზე, რომელმაც შვილი გააჩინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა. ინფორმაცია რადიო მარნეულმა გაავრცელა. მათი თქმით, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც არასრულწლოვანმა იმშობიარა.

სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ამ ფაქტს ეხმაურება და გოგონას ოჯახის შესახებ წერს.

„მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, მამამისი წლები მწყემსად მუშაობდა, მათ მომთაბარეობაში გაუტარებიათ თითქმის მთელი ცხოვრება. ბოლოს, დმანისის სოფელ კამარლოში გადასულან. ბიჭის ოჯახსაც იგივე ცხოვრება ჰქონია, ორივე ოჯახის შვილი განათლებისგან და საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრობდნენ და ამ პირობებში შეიქმნა მათი ოჯახი.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ამართლებს არაფერს, უბრალოდ სოციალური მდგომარეობის აღწერაა. ეს კიდე კარგად გვაჩვენებს, სად რა პრობლემა გვაქვს, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები… ჩვენ სულ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე, მთაში, მინდორში, ღრმა სოფლებში მცხოვრებლებთან მივიდეს ჩვენი ხმა,“ – წერს სამირა ბაირამოვა.

მსგავსი თემები