რუსთავში CO-თი ახალგაზრდა ქალი და მისი 3 არასრულწლოვანი შვილი მოიწამლა. შემთხვევა საცხოვრებელ სახლში გაუმართავმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია. ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს.
ინტოქსიკაციის შემდეგ ქალი და მისი შვილები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.