,,როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარანტია არ აქვს, რომ დღეს საღამოს ისევ პრეზიდენტი იქნება და ფარცხალაძის საქმე თავიდან მოიშორა”- ელისაშვილი

როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარანტია არ აქვს, რომ დღეს საღამოს ისევ პრეზიდენტი იქნება და ფარცხალაძის საქმე თავიდან მოიშორა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმედია, პრეზიდენტი  თავის გადაწყვეტილებას ახსნის.

„ცოტა უცნაურია, როცა ხან ერთი და ხან მეორე გადაწყვეტილება ისმის. ცოტა დამაბნეველია, ხან ამბობს, ჯერ მოუხსნის, შემდეგ ამბობს – არას. კარგი არ არის პოზიციების ხშირი ცვლილება. იმედია, პრეზიდენტი არგუმენტებს იტყვის და თავის გადაწყვეტილებას ახსნის. როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარანტია არ აქვს, რომ დღეს საღამოს ისევ პრეზიდენტი იყოს და ეს გადაწყვეტილება მიიღო, ფარცხალაძის საქმე თავიდან მოიშორა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები