სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ლავროვი, რომელიც ბოლოს ჩრდილოეთ კორეას 2018 წელს სტუმრობდა, მოლაპარაკებებს გამართავს თავის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან.

რუსული მედიის ცნობით, ლავროვი ფხენიანს პუტინის ჩინეთში ვიზიტის შედეგებს გააცნობს. შესაძლოა განიხილონ პუტინის პოტენციური ვიზიტიც ჩრდილოეთ კორეაში.

შეგახსენებთ, რომ ლავროვის ორდღიან ვიზიტამდე ერთი თვით ადრე, რუსეთში იმყოფებოდა კიმ ჩენ ინი, რომელმაც პუტინი ფხენიანში მიიწვია. მათ განიხილეს სამხედრო თანამშრომლობის საკითხები უკრაინის წინააღმდეგ.

მსგავსი თემები