,,ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად, ფულის შოვნისა და ბიზნეს გავლენების მოპოვების საშუალებად ქცევა”- ნიკა მელია

ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად, ფულის შოვნისა და ბიზნეს გავლენების მოპოვების საშუალებად ქცევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება და ვიწრო ჯგუფის ინტერესებით პროცესების მართვა. „უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, თუმცა უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი, გუშინ გაჟღერებულ ინფორმაციას, ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების და ენმ-ს მენეჯმენტის შეხვედრის შესახებ; ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად, ფულის შოვნისა და ბიზნეს გავლენების მოპოვების საშუალებად ქცევა, მიუღებელია პოლიტიკური ვაჭრობა, ის ოლიგარქიული მართვის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. თუ რამეა პოლიტიკაში რუსული, არის სწორედ ეს… როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ჯგუფი, სტატუსით…

მეტი...

,,დიპლომატებიც უნდოდა მოეწვია, მეზობლები, მეგობრები… კაცო, ვერ გაიაზრა, რომ ეს არის პარლამენტი”- ირაკლი ზარქუა

,,ორი დღეა გვევაჭრება, უნდა შოუ დადგას, ოპოზიციას მიმართა, გარეთ დამელოდეთო, სასწაულია საგიჟეთში ვცხოვრობთ,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტს სურს შოუ დადგას. ,,ქალბატონმა პრეზიდენტმა ვერ გაიაზრა, ორი დღეა გვევაჭრება, ჯერ 21-კაციანი სია გადმოაგზავნა სტაფის, შემდეგ დიპლომატებიც უნდოდა მოეწვია, მეზობლები, მეგობრები… კაცო, ვერ გაიაზრა, რომ ეს არის პარლამენტი. ეს არ არის პრეზიდენტის სასახლე.იქ შეუძლია, ვინც უნდა. ის მოიწვიოს… ორი დღეა გვევაჭრება, უნდა შოუ დადგას, ოპოზიციას მიმართა, გარეთ დამელოდეთო, სასწაულია საგიჟეთში ვცხოვრობთ… პარლამენტში უნდა, ადვოკატებით მოვიდეს, კაცო? ამ შოუში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ,”- განაცხადა ირაკლი ზარქუამ. ცნობისთვის, პრეზიდენტის…

მეტი...

დაზიანება აჩვენებს, რომ ეს არ იყო ისრაელის თავდასხმა – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალები ვიდეოს ავრცელებს,  რომელშიც ნათქვამია, რომ ღაზას საავადმყოფოს აფეთქება,  არ შეიძლება ყოფილიყო ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგი. გავრცელებულ სურათებზე ჩანს, რომ აფეთქების შედეგად ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა კრატერი არ არის.  ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი დარტყმები, ძირითადად, დიდ ხვრელებს ტოვებს მიწაზე. “ინფორმაციის პირველი პაკეტი” იყო “მტკიცებულება, რომელიც აშკარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ისრაელის ბომბი” – განაცხადა CNN-ს ჯონათან კონრიკუსმა. მისივე თქმით,  არ არსებობდა კრატერების ან შენობების მნიშვნელოვანი დაზიანების ნიშნები, რაც საჰაერო თავდასხმის შედეგად მოხდებოდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შენობას ათასობით დევნილს აფარებდა თავს, როდესაც…

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „ელიტ ელექტრონიქს”-თან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, სს „ელიტ ელექტრონიქს”-თან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა. საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა: – შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და  კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს; – მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია; – უზრუნველყოს საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება; – მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია განათავსოს სავაჭრო  ვებგვერდზე www.ee.ge და ყველა იმ პლატფორმაზე, სადაც მოვაჭრე კომერციულ საქმიანობას ახორციელებს; – ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები; – შეიმუშაოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის…

მეტი...

ჯო ბაიდენი ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გამო აღფოთებას გამოთქვამს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღფოთებას გამოთქვამს ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გამო. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე ესაუბრა იორდანიის მეფეს და ისრაელის პრემიერ-მინისტრს. ,,მივმართე ჩემს ეროვნულ უსაფრთხოების გუნდს. განვაგრძობ ინფორმაციის შეგროვებას იმის შესახებ, თუ რა მოხდა ზუსტად“, – წერს ბაიდენი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.  

მეტი...

,,პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს, რომ პარლამენტი საიმპიჩმენტო სხდომას განიხილავს და წარმართავს, როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“- ადმინისტრაცია

მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია დიპლომატიური კორპუსისა და სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები, – ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ  პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმას, რომ პარლამენტი საიმპიჩმენტო სხდომას წარმართავს, როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“. „პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს, როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის…

მეტი...

სტრასბურგისკენ მიმავალი ევროპარლამენტარები შემთხვევით დისნეილენდში აღმოჩნდნენ

სტრასბურგისკენ მიმავალი ევროპარლამენტარები შემთხვევით დისნეილენდში აღმოჩნდნენ. ევროპარლამენტის ასობით წევრი და თანამშრომელო მატარებლით, ბრიუსელიდან საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მიდიოდნენ, რადროსაც პარიზის დისნეილენდში აღმოჩნდნენ. მგზავრობისას ხარვეზის გამო მატარებელს პარიზში მოუწია გაჩერება და ევროპარლამენტარები დისნეილენდში აღმოჩნდნენ. “ჩვენ მიკი მაუსის პარლამენტი არ ვართ”, – იხუმრა ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა. მატარებელს სულ 45 წუთით მოუწია დაყოვნება, შემდეგ კი გზა გააგრძელა.

მეტი...

შეხვედრა 30 წლის შემდეგ

30 წლის წინ, ქალაქ რუსთავის, მე-17 მიკრო რაიონში მცხოვრებმა სკოლის მოსწავლეებმა წერილი მისწერეს, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ჯარისკაცებს. წერილთან ერთად, მებრძოლებს, ბავშვებმა შეგროვილი ფულით ნაყიდი მცირე ძღვენი გაუგზავნეს. წერილი ადრესატამდე მივიდა და წლების განმავლობაში, მათთან ინახებოდა. ” გამარჯობათ ძიებო! გამარჯობა კეთილო მეომრებო, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო გაიმარჯვებს და თქვენ მალე დაბრუნდებით. გვჯერა, რომ თქვენ აუცილებლად დაბრუნდებით. ჩვენ გვინდა, რომ ნაყინი ისევ 20 კაპიკი ღირდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ ომი იყოს და ქართველი ქართველს კლავდეს. ჩვენ არ მოგატყუილებთ. გვინდოდა, კონცერტი ჩაგვეტარებია და აღბული ფულით გვეყიდა თქვენთვის რამე, მაგრამ გავიგეთ,…

მეტი...

კობა კობალაძემ მხატვარი ბავშვები და პროექტის – “მადლობა თავდადებისთვის” მონაწილე სტუდენტები დააჯილდოვა

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საზეიმო მიღებაზე, ვეტერანების შვილების და შვილიშვილების ნახატების გამოფენა, გაიმართა. ნახატების ავტორებს, პრემიერ-მინისტრი შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა. მთავრობის მეთაურს, აფხაზეთისა და 2008 წლის ომის ვეტერანის – ზურაბ ჟღენტის შვილებმა – მხატვრებმა ანა და მარიამ ჟღენტებმა, საჩუქრად თავიანთი ნახატი გადასცეს. ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეულნი იყვნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტის – “მადლობა თავდადებისთვის” მონაწილე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების – ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ა.წერეთლის სახელობის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები. სტუდენტებმა პროექტის ფარგლებში, მოამზადეს ვიდეო-სიუჟეტები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე.…

მეტი...

ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი აშშ-ია – „ჰამასის“ ლიდერი

„ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს განცხადებით, ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი აშშ-ია. „საავადმყოფოში მომხდარი ხოცვა ადასტურებს მტრის სისასტიკეს და მისი დამარცხების განცდის ხარისხს”, – განაცხადა ჰანიემ. „ჰამასის“ ლიდერი ყველა პალესტინელს მოუწოდებს, გავიდნენ და დაუპირისპირდნენ ოკუპაციას.  

მეტი...

ღაზას სექტორის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შემდეგ რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა

ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც ასობით ადამიანი დაიღუპა ღაზას საავადმყოფოში აფეთქების შედეგად. პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა აფეთქებაში ისრაელი დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ დაღუპულია სულ მცირე 500 ადამიანი. ისრაელი პასუხისმგებლობას უარყოფს და ამბობს, რომ დაზვერვის ვარაუდით აფეთქება დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” წარუმატებელმა რაკეტამ გამოიწვია. იორდანია: ამანის ქუჩებში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა. დემონსტრანტები შეიკრიბნენ ისრაელის საელჩოს მახლობლად. ისინი შენობასთან მიღწევას ცდილობდნენ, ადგილზე უსაფრთხოების ძალები იყვნენ მობილიზებულები. იორდანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო პეტრა ასევე იტყობინება მომიტინგეების მცდელობის შესახებ საელჩოსთან მისვლის შესახებ. იორდანიის უშიშროების ძალებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი დედაქალაქში ხალხის დასაშლელად.…

მეტი...

ღაზის ჰოსპიტალს თავს დაესხნენ ბარბაროსი ტერორისტები – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლები „ბარბაროსი ტერორისტები“ არიან. მისი თქმით, დარტყმა ისრაელის თავდაცვის ძალებს არ განუხორციელებიათ. „მთელმა მსოფლიომ იცის: ისინი, ვინც თავს დაესხნენ ღაზის ჰოსპიტალს, არიან ბარბაროსი ტერორისტები და არა ისრაელის თავდაცვის ძალები“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადებით, ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა. ხოლო ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ წარუმატებლად გასროლილ რაკეტაზე, რომელიც ღაზაში ჰოსპიტალს მოხვდა, „ისლამური ჯიჰადია“ პასუხისმგებელი.

მეტი...

პუტინი ჩინეთში – ,,მედიაცენტრი მთავარის” ვიდეოკადრი

ვლადიმერ პუტინი, სერგეი ლავროვი და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრები სრული შემადგენლობით ჩინეთში იმყოფებიან. პუტინმა პრეზიდენტს სი ძინპინთან ერთად საერთაშორისო ფორუმის – “სარტყელი და გზა” გახსნაში მიიღო მონაწილეობა. დეტალებს “მედიაცენტრი მთავარი” პეკინიდან მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ეს კადრები კი იმ დარბაზში გაფავიღეთ, სადაც, ფორუმის გახსნის შემდეგ ჩინურ-რუსული მოლაპარაკებები გრძელდება.

მეტი...