,,ამ ქალბატონს პატარა კაცი გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია”- ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე

მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს პატარა კაცი გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა, არც ერთხელ არ უწოდებია – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა “ეს პატარა კაცი” შეიწყალა.

,,მე მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ დეპუტატების მიმართ, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა სიტყვები “პატარა კაცები”. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს პატარა კაცი გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა, არც ერთხელ არ უწოდებია. უფრო მეტიც, ეს კაცი მერე შეიწყალა, ეს მართლა პატარა კაცი, ამ ქალბატონმა შეიწყალა. ის პატარა კაცი, რომელის თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს უწოდებდა რეზიდენტს და დანარჩენს აღარ გავიმეორებ ხომ?! აქ ხომ ჩანს რეალურად რაშიც არის საქმე, სად არის ეს ადამიანი პოლიტიკურად”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები