,,ხალხმა აგირჩიათ იმის გამო, რომ არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის”- კობახიძე

,,გრიგოლ ვაშაძე ანანიაშვილის ქმარი მაინც არის,” – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა რისთვისაც აირჩია, სწორედ იმას უღალატა.

,,ხალხმა აგირჩიათ იმის გამო რომ არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის. არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი. დღეს თქვენ ხართ ნაცმოძრაობაში. ხალხმა აგირჩიათ იმიტომ რომ ეშინოდათ ნაციონალების, კრიმინალების შეწყალების. თქვენ შეიწყალეთ კრიმინალი ნაციონალი სულ ცოტა ხნის წინ. რისთვისაც აგირჩიათ ხალხმა, სწორედ იმას უღალატეთ”. – განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები