,,შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი”- ხატია დეკანოიძე იმპიჩმენტზე

ამ წუთებში პარლამენტში, პრეზიდენ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცესი ყოვლად სამარცხვინოა.

,,საქართველოს ისტორიაში პირველად, იმისათვის, რომ პრეზიდენტი შეხვდა ევროპელ კოლეგებს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, თქვენ მოხვედით და გინდათ, რომ მწვანე ღილაკს ხელი დააჭიროთ. ეს არის სამარცხვინო პროცესი და მინდა გითხრათ, რომ თუ რამე უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს, ეს არის თქვენი გადაწყვეტილებები და პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ძალიან ბევრისგან განსხვავებით, ბატონო თავმჯდომარე, თქვენ უნდა იყოთ ყველას თავმჯდომარე, ამიტომ შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები