,,ჩანს, რომ სხვამ ჩაიდინა და არა თქვენ”- ბაიდენი ნეთანიაჰუს საავადმყოფოს აფეთქებაზე

“როგორც ჩანს, ეს სხვა ჯგუფმა გააკეთა და არა თქვენ” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ორმხრივი შეხვედრის დროს ღაზის საავადმყოფოს დაბომბვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით,  “ჰამასის” მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე ISIS უფრო რაციონალური ჩანს.

,,მე მინდოდა დღეს აქ ყოფნა მარტივი მიზეზის გამო: მინდა ისრაელის ხალხმა და მსოფლიომ იცოდეს, სად დგას შეერთებული შტატები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც იმყოფებოდა აქ, მაგრამ მინდოდა, პირადად ჩამოვსულიყავი. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ მოკლა 1300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და ეს რიცხვი არ არის ჰიპერბოლიზებული. მათ შორის 31 ამერიკის მოქალაქე. მათ მძევლად აიყვანეს უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. წარმოიდგინეთ, რას გრძნობდნენ ჰამასის მიერ გატაცებული ბავშვები. იმის წარმოდგენა რას ფიქრობდნენ და გრძნობდნენ ისინი ჩემს ძალებს აღემატება. ჰამასის მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე ISIS უფრო რაციონალური ჩანს. ამერიკელები თქვენთან ერთად გლოვობენ, ეს ნამდვილად ასეა.ამერიკელები შეშფოთებულები არიან. ისრაელი უპასუხებს თავდასხმებს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ გქონდეთ ის, რაც გჭირდებათ თავის დასაცავად. და ჩვენ ვაპირებთ დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეც იქნება. ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან დამწუხრებული და აღშფოთებული ვარ გუშინ ღაზას საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო. იმის საფუძველზე, რაც მე ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა გუნდმა გააკეთა და არა თქვენ. მაგრამ ბევრი ადამიანია, ვინც ამაში არ არის დარწმუნებული, ამიტომ ჩვენ ბევრ დაბრკოლებასთან მოგვიწევს გამკლავება”,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მსგავსი თემები