,,გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ელჩთან” – კობახიძე

,,გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ელჩთან”. ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგენის მიღების შემდეგ საუბრობს.

„დავესწარით აშშ-ის ელჩის მიღებას. გვქონდა საუბარი, შეხვედრა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში სერიოზულად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ელჩთან. სიღრმეში ვერ შევალთ, მაგრამ გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკაშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა ახალ ელჩთან შედგეს მჭიდრო თანამშრომლობა, რაც არის აუცილებელი, რომ გაღრმავდეს ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რობინ დანიგენი ქართველ პოლიტიკოსებს, როგორც ,,ქართული ოცნებიდან”, ისე ოპოზიციიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მედიამენეჯერებს შეხვდა. მიღება გაცნობითი ხასიათის იყო.

მსგავსი თემები