,,მე არ ვიცი რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა, როდესაც მუდმივად გიწევთ გახვიდეთ ზრდილობის ფარგლებს მიღმა”- კობახიძე

,,მე არ ვიცი რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა, როდესაც მუდმივად გიწევთ გახვიდეთ ზრდილობის ფარგლებს მიღმა,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ იცის რად უღირს სალომე ზურაბიშვილს ასეთი პრეზიდენტობა.

,,მე არ ვიცი რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა, როდესაც მუდმივად გიწევთ გახვიდეთ ზრდილობის ფარგლებს მიღმა. ეს იძულებაა მისთვის მე რასაც ვუყურებ, როდესაც მუდმივად გიწევთ სახელმწიფოზე თავდასხმა, როდესაც ღიად გიწევთ რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა. რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა მე არ ვიცი. აქ დღეს იყო ლიტერატურიდან ფრაზები გახსენებულია. ერთი ფრაზა მეც მინდა გავხსენო – რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა? დაგამსგავსათ რიგით ნაციონალს. ეს არის რეალურად პასუხი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები