რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, უნგრეთის პრემიერი ორბანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, სულ 140 ქვეყნის თუ რეგიონის 4000-ზე მეტი დელეგაცია პეკინშია. ჩინეთის დედაქალაქში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი – “სარტყელი და გზა” ოფიციალურად გაიხსნა. სტუმრებს პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიმართა, შემდეგ კი ტრიბუნა ვლადიმერ პუტინმა დაიკავა.
ეს არის პუტინის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ სანქციების შემდეგ. ფორუმში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს. აქ იმყოფება ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია და დავით საგანელიძე.
ფორუმი მესამედ იმართება და ის ინიციატივის 10 წლის იუბილეს უკავშირდება.
“როცა მსოფლიოში ყველაფერი კარგადაა, ჩინეთშიც ყველაფერი კარგადაა. როცა ჩინეთში ყველაფერი წესრიგშია, მსოფლიოში ვითარება კიდევ უფრო უკეთესი ხდება” – აღნიშნა პრეზიდენტმა სი ძინპინმა.
რა სარგებელს ელოდება საქართველო “ქამარი და გზის” ინიციატივისგან, რა პროექტები იგეგმება ჩინეთთან სამომავლოდ, “მედიაცენტრი მთავარი” ფორუმის მონაწილე საქართველოს დელეგაციის წევრებს გაესაუბრა.
დეტალები, რა ხდება დღეს პეკინში, ერთად ვნახოთ ვიდეო რეპორტაჟში. და, კიდევ ერთი, ფორუმის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, როცა დარბაზი დავტოვე და პირველ სართულზე გადავინაცვლე და გასასვლელისკენ მივდიოდი, მოულოდნელად ჩემს ზურგს უკან აღმოჩნდა ვლადიმერ პუტინი და სერგეი ლავროვი, რომლებიც ბუნებრივია ჩემს კადრშიც მოხვდნენ.
ეკა გულუა პეკინიდან