თავდასხმის საფრთხის გამო საფრანგეთის ექვს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

თავდასხმის საფრთხის გამო საფრანგეთის ექვს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. განგაშის სიგნალი ლილის, ლიონ-ბრონის, ნიცას, ნანტის, ტულუზისა და ბოვეს აეროპორტებში გაისმა.

რამოდენიმე აეროპორტმა  ანონიმური შეტყობინება მიიღო, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ.

რამდენიმე აეროპორტში ეჭვი მიტოვებული ბარგის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია.

 

მსგავსი თემები