,,ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელს და გვარს”- ნათია თურნავა

,,ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელს და გვარს, აქედან გამომდინარე, თავიდანვე მინდა ვთქვა, ეს გადაწყვეტილება მიებას რომელიმე კონკრეტული პირის დაუშვად დაცვას, ან სანქციებიდან თავის არიდებას, არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზირების მცდელობა”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, სანქციათა რეჟიმი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე მხოლოდ მაშინ, თუ სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ შეიქმნა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ სანქციების აღსრულება შეეხო საქართველოს მოქალაქეს და ეს, ჩვენი გადაწყვეტილებაც პრეცედენტულია და ვრცელდება და ამიერიდან გავრცელდება თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე და დავაწესეთ, ასეთ დროს სანქცირებულ საქართველოს მოქალაქესთან მიმართებაში სანქციების აღსრულების განსხვავებული წესი. კერძოდ, ჩვენ შევიტანეთ დაზუსტება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დაწესებულ სანქციების აღსრულების წესში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე და მათ მიერ შექმნილ იურიდიულ პირებზე მხოლოდ მაშინ, თუ მათ მიერ დაწესებულ სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი,”- განაცხადა თურნავამ.

 

მსგავსი თემები