,,წამო მე და შენ გავიდეთ და ამიხსენი”- დაპირისპირება მდინარაძესა და ელისაშვილს შორის

რა იცი ბიჭო (ოთარ ფარცხალაძე) აგენტი რომაა, დადე მტკიცებულება, – ამ სიტყვებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილს მიმართა.

,,რა იცი ბიჭო აგენტი რომაა, რა იცი? დადე მტკიცებულება! იმათმა დადონ მტკიცებულება, ვინც დაასანქცირა. მომცენ მტკიცებულებები და გამოვიძიებო ეუბნებიან. მტკიცებულებები მომეციო ეხვეწებიან და არ აძლევენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ალეკო ელისაშვილმა კი მამუკა მდინარაძეს  კონტრდაზვერვის სისტემასთან წვდომის უფლების მიცემა სთხოვა.

,,შენ მეუბნები, რომ არ არის, მე გეუბნები, რომ აგენტია. მიმიშვი კონტრდაზვერვაში და დაგიდებ მტკიცებულებას! „კაი“ კაცია? არაა აგენტი? ნუ მიყვირი მამუკა! „ნაციონალებში“ ნუ შეგეშლები, რა! მე არც „ნაციონალები“ მადარდებს, არც მიშა, არც გრიშა და არც რევოლუციის გეგმა, მე ჩემი საქართველო მადარდებს. მოდი, მოვიწვიოთ სუს-ის უფროსი..ნუ მიყვირიხარ მამუკა, მე არ დამიწყია ყვირილი…წამო მე და შენ გავიდეთ და ამიხსენი, არ მაინტერესებს კამერები“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

მსგავსი თემები