,,როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და თავისი ზოგიერთი მეგობარიც, ეს ძალიან ცუდია”- კობახიძე

,,როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და თავისი ზოგიერთი მეგობარიც, ეს ძალიან ცუდია, კარგი არ არის, მაგრამ ამას ითხოვენ ამდენი თვის განმავლობაში. ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ და ასეთი პროცესები წავიდეს,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების”  თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაუარა და  უმრავლესობის წევრებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„მუდმივად ქალ დეპუტატებს იფარებენ წინ. სამნიძეს დააწყებინეს პროვოკაცია, შემდეგ წითლიძეს გააგრძელებინეს და ე.წ. კაცები იმალებიან ხოლმე მათ უკან, რაც მათ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს. არც კაცობა აქვთ, არც ქვეყნის სიყვარული, არაფერი აქვთ ამ ადამიანებს, არც ქალობა. მართლა ჯაშუშები და აგენტები არიან. ერთადერთი დავალება აქვთ, რომ რაღაცნაირად არიონ სიტუაცია. მე ვაშაძეს ანგარიში გავუყინე? ვიძახი, რომ ჯაშუშია. ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე იყო. ვაშაძე იყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი წარმომადგენელი იმ სისხლიანი რეჟიმის, რომელიც საქართველოში მოქმედებდა. სისხლიანი მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც სასამართლო სისტემას იყენებდა ადამიანების დასჯისთვის, რეპრესიებისა და ბიზნესის რეკეტისთვის. ამ კაცის მიადგილე იყო ვაშაძე, რომელიც ჩვენ მიმართ რაღაც სიტყვებს იძახის. შემდეგ არ უნდა უკვირდეს ის აგრესია, რომელიც მიიღო. როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და თავისი ზოგიერთი მეგობარიც, ეს ძალიან ცუდია, კარგი არ არის, მაგრამ ამას ითხოვენ ამდენი თვის განმავლობაში. ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ და ასეთი პროცესები წავიდეს. ჩემი გუნდის წევრებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თავშეკავებისკენ. ადეიშვილოს მოადგილე რუსს რომ გეძახის და პასუხი არ უნდა გასცე, რთულია, მაგრამ ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები