,,ქალთან ვერ შევალ პოლემიკაში, ასეთი წესია”- ირაკლი კობახიძე

“ქალთან ვერ შევალ პოლემიკაში, ასეთი წესია”,- ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტებმა მას პარლამენტში მისი და ანა წითლიძის დაპირისპირების შესახებ დაუსვეს კითხვა.

,,ქალთან ვერ შევალ პოლემიკაში, ასეთი წესია. შეიძლება, სექსისტურია ეს განცხადება, მაგრამ ქალთან მგონი ჩემგან არ არის სწორი, რომ შევიდე მასთან რაღაცა პოლემიკაში და არ შევდივარ მასთან არანაირ დაპირისპირებაში და ამით სარგებლობენ”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ანა წითლიძემ ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებთან განცხადების გაკეთებაში ხელი შეუშალა და “რუსეთის ჯაშუში” უწოდა.

მსგავსი თემები