ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს

პაპუნა ლეჟავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პაპუნა ლეჟავა „ფეისბუქის“ გვერდზე  ავრცელებს

მან 21 ნოემბრიდან საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.

პაპუნა ლეჟავა ეროვნულ ბანკში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს.

მსგავსი თემები