,,ომი გინდა? გაშალე მიდი ლეიბები”…,,ცოლს ელაპარაკე ასე”- დაპირისპირება ყაველაშვილს და ჩარკიანს შორის

საკანონდმებლო ორგანოს  დერაფანში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ  თაკო ჩარკვიანი და მიხეილ ყაველაშვილი.

,,ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ როდისმე ხელი შემიშლია, როცა ინტერვიუს იძლევით? ეს რა არის, რა საქციელია? თქვენ ხართ „ეფესბეშნიკები“, ვერ ხედავ რა ხდება კავკასიაში? რა გინდა, ომი გინდა? გაშალე მიდი ლეიბები და რა ომს მიიღებ ნახავ! “ეფესბეს” კი არა საქართველოს ვიცავ“, – მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა თაკო ჩარკვიანს.

თაკო ჩარკვიანმა მიხეილ ყაველაშვილს კი შემდეგი სიტყვებით მიმართა:

,,ქვეყანა გაწირეთ, სახელმწიფო გაწირეთ, აბა, რა ქენით. მსგავს რამ ამ კომუნისტების დროს არ გამიგია. ოჯახში ილაპარაკე ასე. ცოლს ელაპარაკე ასე”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მსგავსი თემები