,,შენ იცავ რუს ჯაშუშებს”- ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში – პარლამენტის  თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

ისმოდა  შეძახილები “რუსებო და მოღალატეებო”.

,,გავდივარ მეთვითონ ნუ მეჭიდავები…შენ იცავ რუს ჯაშუშებს, ირაკლი კობახიძე რატო აქვს მოქალაქეობა ფარცხალაძეს”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. სხდომას ესწრება დეპუტატი არმაზ ახვლედიანი, ასევე “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატები ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.

დაპირისპირება ოპოზიციის მოთხოვნას მოჰყვა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესახებ.

მსგავსი თემები