ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დაიცვას გაეროს წესდება და რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დაიცვას გაეროს წესდება და რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე თავიანთი სიცოცხლის ფასად აკეთებენ იმას, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა გააკეთოს კენჭისყრით.

,,ისინი [უკრაინელი ჯარისკაცები] აჩერებენ აგრესიას და იცავენ გაეროს წესდების პრინციპებს. ომის შეჩერება შეუძლებელია, რადგან აგრესორი ყველა მცდელობას ვეტოს ადებს”, – დასძინა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები