სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და დასკვნა გადაგზავნილია პრეზიდენტთან.

,,საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან”, – ნთქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე პროცედურების დაწყების შესახებ განცხადება რატი ბრეგაძის უწყებამ 2 საათის წინ გამოაქვეყნა.

მსგავსი თემები