,,ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს სროლა, იყოს მშვიდობა და სტაბილურობა”- წულუკიანი

,,ჩვენ გვებრძვიან, ეს არის რეალობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს სროლა, იყოს მშვიდობა და სტაბილურობა,”-  ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ”საქართველოს წინააღმდეგ მიდის ბრძოლა ორი რამის გამო, რადგან მას აქვს ღირებულებები და იმის გამო, რომ სახელმწიფომ და არა ხელისუფლებამ ისწავალა ჭკუა, არ აყვა პროვოკაციებს და ეს ჭკუა ისწავალა სისხლის და ომების ფასად და არ გამართა აქაც ომი.”

„თქვენ ალბათ ხედავთ, რომ ამათ თავიანთი ტელევიზიები აქვთ დაპყრობილი წივილით, კივილით და ვერ ინელებენ ვერ ეგუებიან იმას, რომ კულტურის სამინისტროში შეიცვალა მიდგომები. კულტურის სამინისტროში ბევრი რამე შეიცვალა, მაგალითად ის, რომ მე რითაც ვარ ცნობილი, იმას ვაგრძელებ. მე ვერ ვიტან თხოვნებს, ვერ ვიტან ჩაწყობას, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს რაღაც არ ეკუთვნის, ეს მაღიზიანებს, სულ რომ ეს ადამიანი იყოს ჩემი სისხლი და ხორცი. მე დღეს ბევრი ჩემი სისხლი და ხორცი მყავს განაწყენებული და მგონია, რომ ეს ძალიან კარგია, ასე მოუხდება ყველას. რატომ? იმიტომ, რომ ეს სამინისტრო არ არის ჩემი, ეს არის სახელმწიფოსი და ეს სახელმწიფო ძლივს შეიქმნა. ამ სახელმწიფოს შექმნაში რომ ქართველი გოგოების სისხლი დევს, რომელიც აქ დაიღვარა ამ შენობის წინ, ჩვენ, ცოტა უფრო დიდი გოგოებს გვაქვს პასუხისმგებლობა, მოვიქცეთ წესიერად. ამ წესიერად ქცევის  მცდელობაში ვერავინ ხელს ვერ შემიშლის. ესენი უკმაყოფილო არიან იმით, რომ არ არიან გაპარპაშებული, რომ არავის აღარ ეშინია მათი. მე არ მეშინია კრიტიკის, ლანძღვის, არ ვარ თავშეკავებული, მეძახონ უკულტურო გაუნათლებელი არ მაქვს პრობლემა. მესმის, რომ ნორმალური ადამიანები ამაზე ნერვიულობენ, ამაზე ნერვიულობენ, მე ამაზე არ ვნერვიულობ, ამას ვამბობ ღიად, ვინაიდან მე არ ვნერვიულობ რომ მლანძღავენ, ამ მხრივ არ ვარ ნორმალური, გთხოვთ, ნუ შეწუხდებით ჩემი ლანძღვისთვის. ვერაფერ შედეგს ეს ვერ მოიტანს, მათ შორის ვერც სამინისტროს პიკეტი.

რამდენიმე მაგალითი მინდა, ვთქვა, რომელიც ეწერება დიდ კონტექსტში. დღეს საქართველო არის თავდასხმის საგანი. დღეს საქართველოს ებრძვიან. საქართველო, რომელიც 20 პროცენტიც დღეს არის ოკუპირებული, ვითომ ეს არ კმაროდა, სხვა ძალებიც ჩაერთნენ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ოკუპანტი სახელმწიფოს გარდა. მე არ მიყვრას თქმა იმისა, რაც არ მინახავს და რაც არ ვიცი, რა თქმა უნდა ბევრ რამეს ვერ ვამბობ, მაგრამ ამის დროც მოვა. საქართველოს წინააღმდეგ მიდის ბრძოლა ორი რამის გამო, რადგან მას აქვს ღირებულებები და იმის გამო, რომ სახელმწიფომ და არა ხელისუფლებამ ისწავალა ჭკუა, არ აყვა პროვოკაციებს და ეს ჭკუა ისწავალა სისხლის და ომების ფასად და არ გამართა აქაც ომი. ამის გამო ჩვენ ვისჯებით, რადგან გვაქვს ღირებულებები და იმიტომ რომ არ დავიწყეთ ომი. ნუ მოიტყუება ნურავინ, ნუ იტყვიან, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის არავის ურჩევია ომის დაწყება. ჩვენ აქ ვართ იმისთვის პარლამენტიც და მთავრობაც, რომ ვერავითარი გადატრიალება, ვერავითარი ცეცხლი ვერ იქნება ამ ქვეყანაში, რადგან ჩვენ დღეს ხელისუფლებაში ვართ ომის თაობის ადამიანები. ჩვენ ვიყავით მოზარდები, ან სტუდენტები, ახალგაზრდები, მე ვიყავი სკოლის მოსწავლე, როდესაც ქუჩაში ვერ გავდიოდით, როდესაც ქუჩაში თუ გახვიდოდი, დაგხვრეტდნენ,”- განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები