ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმასავენტილაციო მილში ჩაცვენილი კნუტები გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მუხიანის მესამე მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის სავენტილაციო მილში ჩაცვენილი კნუტები გადაარჩინეს.

მაშველებმა კორპუსის სხვენიდან ჩაშვებული თოკებით კნუტები უსაფრთხოდ ამოიყვანეს და დედა კატასთან დააბრუნეს.

,,სააგენტოს, მშობლების დახმარებით, არასრულწლოვანმა მიმართა, რომელმაც სამაშველო ღონისძიებაში თავადაც მიიღო მონაწილეობა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, საჰაერო მილები დალუქეთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია!

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები