სტიქიის ზონიდან სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი – გუბერნატორი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველაძის განცხადებით, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე მაშველებმა ორი დღის განმავლობაში 210 ადამიანი გამოიყვანეს. მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

,,მთელი ღამის განმავლობაში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა. ასევე არ შეწყვეტილა შტაბის მუშაობა, ყველა აქ, ადგილზე ვიყავით და ვიღებდით ინფორმაციებს და რეაგირება ჩვენი მხრიდან შესაბამისად ხდებოდა. დღეს, უკვე ამ პერიოდისთვის ვერტმფრენმა 9 რეისი შეასრულა, 140 ადამიანი გადმოიყვანა. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი, როლებიც სხვადასხვა ადგილას არიან განთავსებულნი. ნაწილმა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უკვე დატოვა და წასულები არიან სახლებში. პერიოდულად, რამდენიც გადმოვა ადგილზე ვანაწილებთ სხვადასხვა ოჯახებში, სასტუმროებში და ყურადღების ქვეშ გვყავს”, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

მსგავსი თემები