„ვიღაცა ჯგუფმა იცნოო, არ ვიცი, ნეტავი გადარჩნენ“- მოქალაქე, რომელიც მეუღლესა და 3 შვილს ეძებს

მამაკაცს, რომელიც სტიქიის ზონაში მეუღლესა და 3 მცირეწლოვანს ეძებს, კვლავ არ აქვს ინფორმაცია მისი ოჯახის წევრების ადგილსამყოფლის შესახებ.

მისი განცხადებით, მას ოფიციალურად ამ დრომდე არავინ შეხმიანებია.

„ვიღაცა ჯგუფმა იცნოო, არ ვიცი. არავინ [შემხმიანებია ოფიციალურად]. ნეტავი გადარჩნენ“, – აცხადებს მოქალაქე ”ფორმულასთან”.

ახალგაზრდა მამაკაცი სტიქიის ზონაში დაკარგულ მეუღლესა და 3 შვილს ეძებს

მსგავსი თემები