სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებს გადარჩენილები გამოჰყავთ

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები გამთენიისას განახლდა. სამაშველო ოპერაციაში ორი ვერტმფრენი მონაწილეობს.

სტიქიის ზონიდან 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. შოვიდან ონის ცენტრის მიმართულებით უკვე ოთხი საევაკუაციო რეისი შესრულდა.

გიან ღამით სტიქიის ზონაში დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩავიდნენ, მიმდინარეობდა სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.

რაც შეეხება დაკარგულებს, რომლებსაც ახლობლები ეძებენ, რამდენიმესთან კავშირი დამყარდა და უსაფრთხოდ არიან. ამ დროისათვის, კავშირი ვერ მყარდება დაახლოებით 40 ადამიანთან.

მსგავსი თემები