„რთული ვითარებაა, სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია“ – მინისტრი

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო. იქ იმყოფებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც დაკარგული ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას ელოდებიან.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, სტიქიის მასშტაბი უპრეცედენტოა.

„ძალიან დიდი მასაა ჩამოსული, რამაც ძალიან დიდი ტერიტორია დაფარა. ვითარება მძიმეა. ყველა ძალისხმევა ხორციელდება, რის შემდეგაც 70 ადამიანი უკვე გამოყვანილია, 152 ადამიანია რამდენიმე ლოკაციაზე უსაფრთხო ადგილას სამაშველო და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. დაახლოებით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება კავშირის დამყარება“ –  აღნიშნა მინისტრმა ქარსელაძენ.

შეგახსენებთ, რომ მეწყერმა კურორტი შოვი მთლიანად გაანადგურა.

 

მსგავსი თემები