35 ადამიანია, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება – მინისტრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით,  სტიქიის ზონაში 35 ადამიანთან კონტაქტი ვერ ხერხდება.

მისივე თქმით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

,,ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას, მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით ვერტმფრენების გამოყენებით და რა თქმა უნდა, უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისთვის 35 ასეთი ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება გადაზუსტება”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

,,უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი”- შსს განცხადებას ავრცელებს

მსგავსი თემები