შოვში დაკარგულ ოჯახს ეძებენ

შოვში დაკარგულ ოჯახს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით,  ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად რაჭაში ჰოლანდიიდან იყო ჩასული. ოჯახი  ერთ-ერთ კოტეჯში იყო დაბინავებული.

როგორც ირკვევა ოჯახთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.

მსგავსი თემები